ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა
ქუთაისი- ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციას მეგა ტვ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფიატის მარკის ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია ათამდე პირი. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















