|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის თბილისში გადატანის გამო ქუთაისში საპროტესტო მოძრაობა იწყება

ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციამ ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანის ერთობლივი აქციები დღეს დააანონსეს.

“პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ეს არის არამარტო ქუთაისის, არამედ თავკომბალად გადაქცეული დედაქალაქის გადარჩენაც. რეგიონების თანაბარი განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ქუთაისი იცლება და ეს გადაწყვეტილება ქალაქიდან ახალგაზრდების გადინებას კიდევ უფრო დააჩქარებს", - აცხადებს „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

პარალელურად, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, მშრალ შიმშილობას იწყებს მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე.

სამოქალაქო სექტორი პირველ აქციას ხვალ პარლამენტის შენობასთან სესიის მიმდინარეობის პარალელურად გამართავს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი