|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გადაეგზავნა

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განმეორებით გადაეგზავნა. მერიამ ბიუჯეტის განხილვა გასულ კვირას დაასრულა.  რა ცვილილებები შევიდა პროექტში და აისახა თუ არა მასში ახალი მერის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები, ამის შესახებ მერიაში ჯერ არ საუბრობენ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა კომისიებში  დაიწყება.

"დღეს შემოვიდა ბიუჯეტის პროექტი. ვიწყებთ განხილვას კომისიებში, ამის შემდეგ გავიტანთ სხდომაზე დასამტკიცებლად. ბიუჯეტის პროექტში რიგი ცვლილებები შევიდა, თუმცა ჯერ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ", -განაცხადა კახა ბოჭორიშვილმა. 

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი 52 500 000  ლარის შეადგენდა. ბიუჯეტს საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი