ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო. შსს-ს განცხადებით, ელოდებიან ექიმების განმარტებას ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია განათლების რესურსცენტრი, რომლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიგა ციბაძის განმარტებით, მეხუთე გაკვეთილის დაწყებისას ოთხი მოსწავლე ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მეშვეობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. იმავე სკოლის მოსწავლეები სამედიცინო დაწესებულებაში ასევე ბინიდან გადაიყვანეს.
ციბაძის განმარტებით, აირით მოწამვლა არ დადადასტურდა, რადგან სკოლის შენობაში გაზის მილები არაა.
შეგახსენებთ, 7 ბავშვი ღებინების და თავბრუსხვევის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი