ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები საავადმყოფოდან გაწერეს
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შვიდივე ბავშვმა საავადმყოფო შესაბამისი მკურნალობის გავლის შემდეგ, წუხელ დატოვა.
თუ რამ გამოიწვია მათი ინტოქსიკაცია ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი მიაზრება, რომლის ლაბორატორიულ კვკევას "სეს"-ი აწარმოებს. პარალელურად დაწყებულია წინასაგამოძიებო მოკვლევა.
შეგასენებთ, გუშინ დღის მეორე ნახევარში სკოლის შვიდი მოსწავლე საავადმყოფოში ღებინების და თავბრუსხვევის სიმპტომებით მოხვდა. 4 ბავშვი საავადმყოფოში უშუალოდ სკოლიდან, 3 კი სახლიდან მიიყვანეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
















