ქუთაისის #24 და აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორები დაკითხვაზე იმყოფებიან
ქუთაისში აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სარდაფში აღმოჩენილი ნივთებთან დაკავშირებით გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, სკოლის სარდაფში მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაფიქსირდა.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოების ავტორის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი სკოლაში ხშირია და როგორც სკოლის მოსწავლეები და უცნობი პირები მარიხუანას უშუალოდ სკოლის სარდაფში და მიმდებარედ მოიხმარენ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციაში იმყოფებიან, როგორც #5 ასევე #24 სკოლის დირექტორები. რადგან მეხუთე სკოლა 24 სკოლის გვერდით არის და თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაქტი 24-ე სკოლაში მოხდა.
დირექტორები სავარაუდოდ, მომხდარის შესახებ გამოძიების კითხვებს პასუხობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი