|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 7 წლის ბავშვს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა. კლინიკის ექიმის, დიანა ზვიადაძის თქმით, ბავშვმა დედასთან ერთად საავადმყოფო დატოვა.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექვსი პაციენტი მკურნალობს. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამჟამად ზუგდიდიდან შემოყვანილ კიდევ ერთ პაციენტს აკვირდებიან იმ მიზეზით, რომ მას მეუღლესთან შემხებლობა ჰქონდა, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმოტომებით ასევე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა