ქუთაისის აეროპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან აჩერებს ფრენებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.
ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები.
პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე.
ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.
დამატებითი კონსულტაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483
აეროპორტის ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, უნდა დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, სადაც მიიღებენ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა