|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ბოლონიიდან ჩამოფრენილი ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს

ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილი ბოლონიის რეისის ორი მგზავრი შემოწმებაზე გადაიყვანეს. ეკიპირებულმა პირებმა მგზავრები სპეციალურ ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი აცხადებს, ერთი პირი იყო სამხედრო, რომელიც იმყოფებოდა ბოლონიაში, რისკ ზონაში და ის გორში გადაიყვანეს. მას ტემპერატურა არ ქონდა და მის გადაყვანაზე რეკომენდაცია არ გაუციათ, ის სამხედროებმა წაიყვანეს.

მეორე კი ასევე ბოლონიიდან ჩამოსულია, მას ტემპერატურა ქონდა 37, 5 და  უსაფრთხოების მიზნით ქუთაისის საავადმყოფოში წაიყვანეს.

აღნიშნულ რეისზე სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ექიმები ყველა პაციენტს ამოწმებენ და მათ მონაცემებს იწერენ.

სულ აღნიშნული რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა