ქუთაისის ბიუჯეტი 1 067 000 ლარით გაიზარდა
ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ბიუჯეტის მორიგ ზრდას. მერიის მიერ წარდგენილი ცვლილებით ბიუჯეტი 1 067 000 ლარით გაიზარდა.
ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, ცვლილება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლით, პრივატიზებით და შიდა ეკომონიებით განხორციელდა. აქედან გზების და ტროტუარების პროგრამაზე დაემატა 54 900 ლარი, გარეგანათებას, 928 100, შადრევნების ექსპლუატაციას 55 000, სახლების გადახურვის პროექტს 526 000 ლარი. ტურიზმის ცენტრს 30 000 ლარი დაემატა, ამასთან 119 000 ლარი მოაკლდა ბაგა-ბაღების პროგრამას, შიდა ეკონომიებით 9 000 ლარი დაიზოგა პროგრამა კორპუსზე, რომლიდანაც 6 000 ლარი საბავშვო ატრაქციონებზე გადანაწილდა.
ჯამში ბიუჯეტი 67 812 200 ლარი გახდა.
საბიუჯეტო ცვლილებეს ხმაური მოყვა საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების ნაწილის განცხადებით, მერია არჩევნებისთვის იყენებს ცვლილებებს, რითაც ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს.
ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე 15 საკითხი განიხილა, მათ შორის შპს "ფარისათვის" ტერიტორიის გადაცემის საკითხი. ე.წ. მწვანე ბაზრობის მიმდებარედ, გორელიეფის წინ, ღია ტიპის კაფე განთავსდება. ბაზრის დირექტორმა ადგილის 3 წლიანი იჯარა წინასწარ შეიტანა. ტერიტორია გადაეცა ასევე კინო "საქართველოს".
საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა "ბოტანიკური ბაღისათვის" "მედეას "სახელის მინიჭებას. საკითხსაც მოყვა განხილვა, დეპუტატთა ნაწილის განცხადებით, კარგი იქნებოდა ბაღს მისი დამაარსებლების - მარების სახელი მინიჭებოდა. დეპუტატთა უმეტესობის განცხადებით, ქუთაისს აქვს შესძლებლობა გამოიყენოს "მედეას" სახელი და მეტი პოპულარიზაცია მახდინოს ამის, სწორედ ამიტომ მოხდა ''მედეას'" მინიჭება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი