ქუთაისის ბიუჯეტი 2020 წელს 61 მილიონი ლარით განისაზღვრა
2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი 61 მილიონ ნახევარი ლარით განისაზღვრა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს კანონის შესაბამისად, 15 ნოემბერს გადაეგზავნა. გასული წლის მსგავსად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო განისაზღვრა.
"ყველაზე მსხვილი პროექტი არის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. დღე-დღეზე ჩვენ გვექნება პროექტი და სავარაუდოდ, მისი ღირებულება ერთი მილიონი ლარია. როგორც შარშან, წელსაც, ასევე ველოდებით სკოლების რეაბილიტაციისთვის დამატებით ორ მილიონ ლარს ",- განაცხადა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ.
ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან მომდევნო წელს დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.
შარშან დამტკიცებული ბიუჯეტი თავდაპირველად 54 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ტრანსფერის ხარჯზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რამდენჯერმე გაიზარდა.
ავტორი: ნიუპრესი