|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში ინციდენტი მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პაციენტმა ექიმები უყურადღებობაში დაადანაშაულა, ამის შემდეგ კი ოჯახის წევრებსა და ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპორება მოხდა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. პაციენტის ოჯახი ამ დროისთვის მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ნასვამი მამაკაცი ექიმებისგან ყურადღებას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე, პაციენტის თანმხლები პირი, რომელიც ექიმებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა,  ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, პაციენტი კი, რომელსაც ფეხი ქონდა მოტეხილი და რომელიც ასევე მონაწილეობდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, ამხილეს,  166-173-ე მუხლებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი