ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსის“ მშენებლობა გააპროტესტეს
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა გააპროტესტეს. „მაკდონალდსის“ მშენებლობა მიუღებელი, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციისთვის გახდა. მათ ადგილობრივი მოსახლოებაც შეუერთდა. მათი განცხადებით, კომპანიას, რომელიც მშენებლობას ახორციელებს, წლების წინ ნაკისრი ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია და ქალაქისთვის ვალი არ გადაუხდია.
„ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს თეატრთან, უფრო ზუსტად, აღმაშენებლის მოედანზე საათთან, პირდაპირ ტროტუარზე "მაკდონალდსის" აშენებას.
მინდა ქუთაისელებს ვუთხრა, რომ იმ სიმახინჯემ, რომელიც უკვე აგვიშენეს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მთლიანად წაიღო სივრცე და გაართულა იმ ტერიტორიაზე მოძრაობა.
“თ.კ რესტორნები“, რომლებმაც განახორციელეს ეს პროექტი, უნდა დაეხარჯათ მილიონნახევარი დაპირების თანახმად, გაეკეთებინათ ბავშვთა ატრაქციონები, სკვერები და მერიისთვის უნდა გადაეცათ 20 000 ლარი უსახლკაროებისთვის ბინის შესაძენად. აუდიტის სამსახურის მასალებიდან ირკვევა, რომ მათ ეს პირობები არ შეასრულეს. დაგვიმახინჯეს ქალაქი და დანარჩენში "გადავგაგდეს". ახლა კი მეორეჯერ გვიპირებენ გადაგდებას. ვთვლი, რომ იმ ადგილას რაიმეს აშენება არის ქალაქის იერ-სახის კიდევ ერთხელ ცუდად შეცვლა", -განაცხადა გოგი წულაიამ.
მოქალაქეების ნაწილი ადგილზე ეკლესიის მშენებლობას ითხოვს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი