ქუთაისის და ნიუპორტის მეგობრობის მემორიალური დაფა გაიხსნა (PHOTO)
ქუთაისის და ნიუპორტის მეგობრობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ნიუპორტის ქუჩაზე გაიხსნა. ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ნიუპორტის დელეგაცია და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფლეშმობით დასრულდა.
"ქუთაისში გრძელდება ნიუპორტის მეგობრობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიებები. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავამახსოვროთ ნიუპორტის დელეგაციას თავი, ვინაიდან ეს ადამიანები გვერდით გვიდგანან და ეხმარებიან ჩვენს თანაქალაქელებს. ჩვენი დიდი სურვილია გავაღვივოთ მეგობრობა ნიუპორტთან",-აღნიშნა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
"ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ქუთაისში. ამ ქალაქთან და ზოგადად საქართველოსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქს, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება. მიხარია, რომ დღეს ვხედავ ასეთ მეგობრულ გარემოს, რომელიც 25 წელია გრძელდება",-აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
ქალაქის მერმა და ბრიტანეთის ელჩმა ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე სკვერში ხეები დარგეს.
ნიუპორტისა და ქუთაისის 25 წლიან მეგობრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯებს ნიუპორტის დელეგაცია სრულიად დაფარავს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი