ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. კლინიკაში პასუხები რვა პაციენტთან დაკავშირებით მიიღეს და ყველა უარყოფითია.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარება დამაკამაყოფილებელია და მკურნალობის შემდეგ, ნაწილი კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში გადავა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ორი პაციენტია, რომელთა ანალიზებსაც დღეს აიღებენ. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ და კლინიკაში თვითდინებით მივიდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა