ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სამი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაგან 2 მებაჟეა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სამი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებათ.
პაციენტებს შორის ორი მებაჟე, ხოლო ერთი მოგზაურობის ისტორიის მქონე მამაკაცია. სამივე მათგანის ანალიზის ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგებს ხვალ ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















