ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებს ახალი ვირუსი არ დაუდგინდათ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსთან დაკავშირებით 5 პაციენტის ანალიზების შედეგები ცოტა ხნის წინ მიიღეს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც ტემპერატურა 38 გრადუსი აღენიშნება, სეზონური გრიპი აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული. საჭიროების მიხედვით, ისინი ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან განთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















