|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  8 პაციენტი იმყოფება. მათი ანალიზის შედეგებს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს ელოდებიან,  მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი 4 წლის ბავშვი.

"გუშინ საღამოს და ღამის საათებში სამი პაციენტი შემოიყვანეს, მათი ანალიზები ამ დილით გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მათი ჩათვლით 8 პაციენტის ანალიზუს შედეგს ველოდებით", - განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ. 

ექიმის თქმით, პაციენტები გუშინ კლინიკაში თვითდინებით შემოვიდნენ, ორ მათგანს იტალიაში მოგზაურების ისტორია აქვს, ერთი კი ესპანეთში იმყოფებოდა. მათ ვირუსული ინფექციის ზოგადი ნიშნები აღენიშნებათ, მათი მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა