ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 კიდევ ექვს პაციენტს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტის პასუხი მიიღეს და არცერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. მათ შორის ორი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქეა.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.
ამ დროისთვის კლინიკაში ექვსი პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც დღეს გადაიგზავნება. მათგან ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი. ყველა პაციენტის საზღვარგარეთ ყოფნის ისტორია აქვს.
ექიმის თქმით, გუშინ პირველად ჩატარდა ქუთაისში ლაბორატორიაში კვლევა და აწი ყველა საეჭვო ანალიზი ინფექციურიდან ქუთაისში გადაიგზავნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი