ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. ის იტალიიდან 25 თებერვალს ჩამოვიდა, თუმცა ტემპერატურამ გუშინ აუწია და კლინიკაში გადაიყვანეს.
ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ნესტან ჭეიშვილის თქმით, მისი ანალიზები ლუგარის ლაბირატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ხუთი პაციენტია მოთავსებული, ამათგან ოთხს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ბოქსირებულ პალატებში არიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















