|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით შვიდი წლის პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის ნიშნებით ერთი პაციენტი შეიყვანეს. ექიმების დაკვირვების ქვეში შვიდი წლის ბავშვია, მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. ის ორი დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან და ტემპერატურა გუშინ დაუფიქსირდა.

ექიმის ინფორმაციით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კორონა ვირუსი არავის დაუფიქსირდა და ყველა გაეწერა და მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.

 ახალი პაციენტები კლინიკაში გუშინ აეროპორტიდან მგზავრები არ გადმოუყვანიათ.  კორონავირუსის სიმპტომები გვიან ღამით ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენილ არცერთ მგზავრს არ აღმოაჩნდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა