|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ შორის ორი, დედა-შვილია, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ერთი პაციენტი გერმანიიდან, მეორე კი საფრანგეთიდან არის ჩამოსული.

"მცირეწლოვანი, რომელიც თვითდინებით შემოიყვანეს კლინიკაში, ხუთი დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან,  იტალიის რეისიდან ჩამნოფრენილი დედა-შვილი აეროპორტიდან მოიყვანეს, შვილი 21 წლის არის, დედა 40 წლის არის. ერთი პაციენტი არის ჩამოსული გერმანიიდან"-განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

მისი თქმით, მათი აღენიშნებათ ტემპერატურა და დაავადების სიმპტომები. მათი  ანალიზის ნიმუშები ლუგარში გაიგზავნება და პასუხები დღის ბოლოს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა