ქუთაისის ინფექციური კლინიკის 5 პაციენტს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მყოფ პაციენტებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ხუთი მოქალაქის ანალიზები ლუგარის ლაბირატორიაში გუშინ გადაიგზავნა და პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
კლინიკის ექიმის თემურ ნადორაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკაში ანალიზების პასუხებს ამ დროისთვის კიდევ ექვსი პაციენტი ელოდება. მათი ნაწილი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით, ნაწილი კი დღეს შევიდა.
პაცენტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ და მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ექიმის თქმით, დამატებით კიდევ ელოდებიან პაციენტებს და არ გამორიცხავს მიმართვიანობა გაიზარდოს.
წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან კლინიკაში მხოლოდ ორი პაციენტი ყავთ შეყვანილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი