|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციური კლინიკის კიდევ ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით მყოფ ექვს პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდებათ.

ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტია, მათგან ერთი ბავშვია. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ. ყველა მათგანს მოგზაურობის ან მოგზაურობაში მყოფ პირებთან კონტაქტის ისტორია აქვს.

ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევების ჩატარებამ, მათ მუშაობა გაუადვილა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტორს მადლობას უხდის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა