ქუთაისის ინფექციური კლინიკის ხუთ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკაში პასუხი ხუთ პაციენტზე მიიღეს.
ისინი გამოჯანმრთელებამდე მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებენ.
რაც შეეხება ახალ პაციენტებს ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით წუხელ ექვსი პაციენტი შეიყვანეს.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს დღეს აუღებენ.
სამი პაციენტი ინფექციურში საკარანტო ზონიდან შეიყვანეს, ნაწილი თვითდინებით შევიდა. ამ დროისთვის კლინიკაში 16 პაციენტი რჩება, რომელთაგანაც 11 ვირუსი არ დაუდასტურდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















