|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდა

 ვირუსთან დაკავშირებით, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალური შეზღუდვები ამოქმედდა.

 როგორც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ,  საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკაში მნახველების შესვლა შეიზღუდა, ამის მიზეზი კი სეზონურ გრიპებთან დაკავშირებული პრობლემებია.

მათი თქმით, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული რისკების შემცირების მიზნით არის.

"ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებთან  24 საათში ერთი მნახველი დაიშვება. შეზღუდვის მიზეზი სეზონური ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციაა"- განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.

 შეზღუდვა სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა