ქუთაისის მე-4 ბაგა-ბაღს ახალი კორპუსი ემატება
ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მე-4 ფილიალს ახალი კორპუსი ემატება. დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ბაღების ააიპის ხელმძღვანელთან ერთად მე-4 ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მიშენების შემდეგ, შენობას ახალი ჯგუფი და სამზარეულო დაემატება, რომელიც ამ დრომდე ეზოში იყო, ბავშვები კი ახალ ჯგუფში გადანაწილდებიან. პროექტის მიზანი ბაგა-ბაღის გაფართოება და პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა.
მერიისვე ინფორმაციით, მიშენების სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება და ექსპლუატაციაში გაეშვება.
,,ბავშვთა დიდი კონტიგენტის გამო ქალაქის მერიამ გადაწყვიტა აღნიშნულ ბაღში კორპუსის დამატება, რომლის შემდეგ ბაღს თანამედროვე სტანდარტების სამზარეულო და ჯგუფი ექნება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც პატარებისთვის ისე თანამშრომლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ავტორი: ნიუპრესი