ქუთაისის მერი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრებს მართავს
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ქალაქის მერის მოვაჭრეებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის გვერდი ავრცელებს. მასთან ერთად იმყოფება მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეონა გიორგაძე. მერიაში აცხადებენ, რომ ისინი შვებულებაში იმყოფებიან.
ქუთაისის მერმა, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" ქუთაოსის ორგანიზაციის თავმჯდომარეა, შეხვედრები გამართა ქალაქის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ასევე შეხვდა სხვადასხვა პროფესიების ადამიანებს და მათ სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
ქუთაისის მერიაში წინასაარჩევნო დღეებში რამდენმა ადამიანმა ისარგებლა შვებულებით, ამის შესახებ "ნიუპრესმა" საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.
ავტორი: ნიუპრესი