|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი ძველით ახალ წელს „SOS ბავშვთა სოფელში“ შეხვდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ძველით ახალ წელს „SOS ბავშვთა სოფელში“ შეხვდა.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ბავშვებს სადღესასწაულო ტორტი და ტკბილეული მიუტანეს.

“SOS ბავშვთა სოფელის“ აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის საახალწლო კონცერტი გამართეს.

„თქვენ ხართ ჩვენი მომავალი საიმედო თაობა. მინდოდა, ძველით ახალი წელი თქვენთან ერთად გამეტარებინა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით“, - განუცხადა ბავშვებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. 

დაწესებულებაში, სადაც ათეულობით ბავშვი საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს, ქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და კახიანოურის მაჟორიტარი ელეონორა არჩაია იმყოფებოდნენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი