ქუთაისის მერია დროშის დგარის მოწყობისათვის 36 299 ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერია სახელმწიფო დროში დგარის მოწყობის მიზნით 36 299 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. NAT190004381 ტენდერის პირობებით, სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის №70 ბინის მიმდებარედ უნდა მოხდეს.
სატენდერო წინადადების მიღება 10 მარტიდან დაიწყება, გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოს შესრულების ვადად ერთი თვე მიეცემა.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დროშის დგარი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანიისგან „სითი ქონსთრაქშენი" მიიღო. კომპანია ქუთაისში სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული.
როგორც მერიაში განაცხადეს, საჩუქრად მიღებულიდგარის მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ქუთაისში აღმართული დროშა ყველაზე მაღალი იქნება საქართველოში.
ქუთაისის მერიამ დროშის დგარის აღმართვის მიზნით გასულ წელს ტენდერი რამდენჯერმე უშედეგოდ გამოაცხადა. მას შემდეგ რაც საზოგადოების აღშფოთება დგარისათვის განკუთვნილმა სოლიდურმა თანხებმა გამოიწვია, მერიამ ტენდერი შეწყვიტა, თუმცა წელს საჩუქრად მიღებულმა დგარმა პროცესი ისევ განაახლა.
თავდაპირველად დროშის აღმართვის ადგილი თავიდანვე ნიკეა იყო მითითებული, თუმცა პერიოდულად იცვლებოდა დროშის განსათავსებელი ადგილი და თანხები. ბოლოს დროშის განსათავსებელ ადგილად ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია იყო მითითებული, ახლა გამოცხადებული ტენდერით კი დროშის აღმართვა კვლად ნიკეას ქუჩაზე მოხდება.
ქუთაისში 46,5 მეტრის სიმაღლის დროშის დგარი განთავსდება
დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
"65 ათას ლარს იხდიან დროშის აღსამართად და ამ დროს ქალაქში არაფერი ხდება"
ავტორი: ნიუპრესი