|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია „m 2“-თან ერთად აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბავშვის მკურნალობას დააფინანსებს

ქუთაისის მერია კომპანია „m 2 უძრავი ქონება“-სთან ერთად აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბავშვის სამკურანლო ხარჯებს 1 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს.

ქუთაისის მერი, მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, პარლამენტარ რატი იონათამიშვილსა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და მათთან ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განიხილა.

ქუთაისის მერია ბენეფიციარების სამკურნალო თერაპიულ კურსის ხარჯებს 2018 წელს ზრდის და 125 00 ლარით აფინანსებს. კომპანია „m 2 უძრავი ქონება“-100 000 ლარით რაც გულისხმობს, რომ სრულად დაიფარება აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბენეფიციარის თერაპიული მომსახურების ერთი წლის საფასური.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ყველა ბავშვი თანაბარ პირობებში იყოს. ქალაქის მერიას ამ დრომდე არ ჰქონდა შესაძლებლობა 40-ივე ბენეფიციარის თერაპიული მკურნალობა დაეფინანსებინა. შარშანდელთან შედარებით ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი და 50 000 ლარიდან 125 000 ლარზე ავწიეთ. ასევე 100 000 ლარით გვეხმარება კომპანია „m 2 უძრავი ქონება“ რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ბავშვების მშობლებისთვის. ეს არის ძალიან კარგი ფაქტი რომ სრულად ვფარავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიულ მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

შეგახსენებთ, ბავშვების მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით მერიას აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებმა მიმართეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლები აქციის გამართვით იმუქრებოდნენ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა