|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათის მიმღებთა რაოდენობა 1 000 ბენეფიციარით შეამცირა

ქუთაისში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები სასურსათო ნობათს წელსაც მიიღებენ. მერიამ უკვე გამოაცხადა 49 980 ლარიანი ტენდერი. მსგავსად წინა წლებისა უცვლელია ნობათის ოდენობა და შემადგენლობა, მაგრამ შემცირებულია მიმღებთა რაოდენობა.

მერიის გადაწყვეტილებით, წელს ერთჯერადად ნობათს 1785  ბენეფიციარი მიიღებს. მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1000-ით შემცირდა.

მერიაში ბენეფიციართა რაოდენობის შემცირებას ადასტურებენ და განმარტავენ, შესაძლოა, სატენდერო ეკონომიით დამატებით,   რამდენიმე ბენეფიციარზე გაიცეს ნობათი.

"ტენდერი გამოცხადა, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები ნობათს მიიღებენ. წელს გამოიყო 50 000 ლარი და ამ თანხით 1785 ბენეფიციარი მიიღებს ნობათს, თუმცა ველოდებით ტენდერის დასრულებას, რადგან, შესაძლოა, მოხდეს ეკონომია და ამ ეკონომიით შევიძენთ ნობათს და დავურიგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც სიაში იქნებიან"-აცხადებებ მერიაში და ასევე განმარტავენ, რომ წელს სოციალურ პროგრამას ხუთი ახალი პროგრამა დაემატა, მათ შორისაა მრავალშვილიანი ოჯახების და ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების პროგრამა. 

რაც შეეხება პროდუქტს, ბენეფიციარებზე წელსაც გაიცემა გაყინულ ქათამი, შედედებული რძე, ზეთი, შაქარი, შოკოლადის ფანტელი, კარაქი, პურის ფქვილი, კვრცხი, პასკა.

ნობათის დარიგება მიმწოდებლის მიერ შერჩეული შენობიდან მოხდება.

გასულ წელს ქუთაისის მერიამ  სააღდგომო ნობათი  2 785 ბენეფიციარს დაურიგა და ნობათების შესაძენად 77 030.8 ლარი დაიხარჯა.

 

სააღდგომო ნობათს 2 785 ბენეფიციარი მიიღებს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა