ქუთაისის მერიაში ბომბს ეძებენ
ქუთაისის მერიაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის შენობა უკვე დატოვეს მერიის თანამშრომლებმა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ქუთაისის მერის, მოვალეობის შემსრულებელს, დავით ერემეიშვილს შეატყობინეს.
ამ დროისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ერემეიშვილთან შესული ინფორმაცია გადამოწმდეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს მერიის წინ 17 საათზე დროს სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა