ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით 54 937 ლარი გაიცა. მერიის მოწოდებული ინფორმაციით, საახალწლოდ პრემია 293-მა თანამშრომელმა მიიღო. თითოეულს 187,5 ლარი დაერიცხა. პრემია არ მიუღიათ მერს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს.
გარდა საახალწლო პრემიისა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი. რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265 564,34 ლარი არის გამოყოფილი.
ჯამში, მერიაში პრემია დანამატის სახით 353 351 ლარი დარიგდა.
წლის განმავლობაში პრემია-დანამატი არ მიუღია ყოფილ მერს შოთა მურღულიას.
მერის მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს 2100 ლარის პრემია და 16540,68 ლარის დანამატი აქვს აღებული.
მერის მეორე მოადგილეს კონსტანტინე ქავთარაძეს 2050 ლარის პრემია და 16300,98 დანამატი.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას მიღებული აქვს 1700 ლარის პრემია და 3 815,17 ლარის დანამატი.
საფინანსო სამსახურის უფროსმა ირაკლი ავალიანმა 1700 პრემია და 4 775 ლარის დანამატი მიიღო.
1 700 პრემია და 4 675 ლარის დანამატი მიიღო არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.
1 700 ლარის პრემია და 4 304,92 დანამატი მიიღო კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა ჯუღელმა.
სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ 1 700 ლარის პრემია და 4 490,84 დანამატი მიიღო.
ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს 1 700 ლარის პრემია და 4 423,85 დანამატი აქვს მიღებული.
ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ 1 700 ლარის პრემია და 4 675 ლარის დანამატი აიღო.
სამხედრო სამსახურის უფროსმა ვალერი ყენიამ 1 700 ლარის პრემია და მიიღო.
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაშიძემ 1 700 ლარის პრემია და 4 675 ლარის დანამატი მიიღო.
მერიაში საყოველთაო პრემიების სისტემა წინა მერის დროს გაუქმდა და პრემია დამსახურების მიხედვით გაიცემოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი