|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებს ახალი ხელმძღვანელები ყავს

ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები  ოფიციალურად წარადგინეს.

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გაგა ბოჭორიშვილი,

საფიჩხიაზე ნაილი ჭელიძე,

კახიანოურში ია შენგელია,

მუხნარში ნანა მეგრელიშვილი,

ნიკეას უბანში მიხეილ ნავაძე,

ვაკის უბანში გიორგი მამასახლისი,

ავანგარდში გიორგი მუქერია,

ავტოქარხანაში ნინო ტატურაშვილი,

გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ცაგარეიშვილი,

უქიმერიონში ზაზა ჭელიძე,

ხოლო გუმათში შალვა ლომთაძე წარადგინა.

წარდგენას მერთან ერთად ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ის ენდობა ახალ ხელმძღვანელებს და იმედოვნებს, რომ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეების იმედებს გაამართლებენ.

 რაც შეეხება ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულს, იქ  წარმომადგენელი ჯერ არ დანიშნულა. მერიაში აცხადებენ, რომ წარდგენა მოკლე ხანში მოხდება.  

ავტორი: ნიუპრესი