|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ინიციატივა დაუწუნა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოვალეობის შესრულების დაწყებისთანავე ერთ-ერთ პროექტად თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია დაასახელა. მერმა გააჟღერა, რომ ხიდის საფარის მინის კონსტრუქციით შეცვლა მოხდებოდა.

თეთრი ხიდის რეკონსტრუქცია 2018 წლის ბიუჯეტში მოხვდა, თუმცა შეცვლილი პროექტით. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარიას ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაიწუნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების გამო დაუშვებელია ხის კონსტრუქციის მინით შეცვლა, რადგან ნალექიან ამინდში ხიდზე გადაადგილება შეუძლებელი გახდება.

მერიაში აცხადებენ, რომ ხიდის რეაბილიტაცია მოხდება, მინის კონსტრუქციის მოწყობის ნაცვლად, განახლდება ხის საფარი.  დაგეგმილია ასევე ხიდზე ძელსკამების დამონტაჟდება.  პროექტის ღირებულება  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პროექტი ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის განკუთვნილი თანხით დაფინანსდება. 

თეთრი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გასულ წელს მისი განათება მოხდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მერიამ ხიდის განათება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვის გარეშე მოახდინა. ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოებზე დაახლოებით 205 000 ლარი დაიხარჯა. ხიდზე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია. ხის საფარი ხშირად ზიანდება, რადგან მასზე მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან. ხიდის საფარი რამდენჯერმე შეიცვალა.

თეთრი ხიდი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო,  1852 წელს დამთავრდა, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა