ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დღეს სანაყინე „სავანეს“ საქმეზე იმსჯელებს
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს უნდა დაინგრეს თუ არა შენობა, რომელიც უკვე დაანგრიეს. საქმე ეხება ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს", რომელის დემონტაჟი ერთი თვის წინ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მფლობელებს საქმე სააპელაციო სასამართლოში ჰქონდათ გასაჩივრებული.
კაფე "სავანეს" მეპატრონეები აცხადებენ, რომ არ ენდობიან საქართველოს ფასადურ სასამართლოს და სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
გიორგი ტურაბელიძე ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 80%
არა - 20%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა