|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იპოთეკარის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისში მცხოვრებ მაკა კოხრეიძესა და იპოთეკარ რუსუდან ჭეფხოძის შორის არსებულ დავაზე განაჩენი გამოიტანა.

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაამართლეებმა, თამარ სვანიძემ, სიმონ ჩხაიძემ და ლაურა მიქავამ იპოთეკით დაზარალებული მაკა კოხრეიძე გაამართლეს და სახლი მის საკუთრებაში დატოვეს.

როგორც დაზარალებულის ადვოკატი ლევან ჭელიძე განმარტავს, დავის მოტივი გაყალბებული ხელშეკრულება იყო, რომლითაც იპოთეკარმა რუსუდან ჭეფხოძემ მაკა კოხრეიძე ხელშეკრულების გაფორმებისას მოატყუა. მან  მსესხებლისგან 16 ათასი დოლარი ისესხა, ხელშეკრულებაში კი 20 ათასი დოლარი ეწერა.

აღნიშნულის შემდეგ, იპოთეკარმა რუსუდან ჭეფხოძემ  სარჩელი გამოსახლებასთან დაკავშირებით  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

დავა ოზურგეთის სასამართლოში გაგრძელდა და საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა.

"სამართალი არ იკარგება, მახსოვს, მოწინააღმდეგე მხარის დაცინვა პროცესზე. მე მას ვუთხარი, ადრე თუ გვიან სამართალი იზეიმებს, მე მჯერა მეთქი...  ამის მჯეროდა და ისევ მჯერა. ბევრჯერ ატირებულებს დაგვიძინია, ატირებული გამოვსულვართ პროცესიდან, მაგრამ უფალმა არ გაგვწირა",– გადაცხადა დაზარალებულის შვილმა მარიამ ჯიშკარიანმა.

იპოთეკარი რუსუდან ჭეფხოძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და მის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.

 

"სამი მიცვალებული შვილის ფოტოს ქუჩაში არ გამოვიტან"

ქუთაისში მომხდარ თაღლითობის საქმეს ოზურგეთის სასამართლო განიხილავს

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი