ქუთაისის აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს. მოქალაქე პარიზიდან ჩამოფრინდა და მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი. ამ დროისათვის ბოქსორებულ პალატაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია, აქედან ორს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს ველოდებით,"-განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
მისი თქმით, ამ შემთხვევებშიც კორონა ვირუსს არ ელოდებიან.
პაციენტები კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი