|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განახლა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.

ცოტა ხნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. ქუთაისიდან ესტონეთის დედაქალაქში 152 მგზავრი გაფრინდა. 

ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან თავდაპირველად, კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი, DMO IMERETI-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი დაესწრნენ. 

თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

,,დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-მა მეორე საჰაერო ხომალდი დააბრუნა. რაც საშუალებას აძლევს კომპანიას გაზარდოს უკვე არსებულ რეისებზე სიხშირეები და ასევე, დაამატოს ახალი მიმართულებები. მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად საჭირო იქნება აეროპორტში მეტი ხალხის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე აეროპორტისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძე. 

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა