ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ დღეს გამართუ;ლ პრეზენტაციაზე განაცხადეს.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი გვაქვს. დღეს ეს უნივერსიტეტი იძენს ახალ განზომილებას - ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში, ცენტრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე.
ადრონული თერაპიის ცენტრი არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა.
ავტორი: ნიუპრესი