|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლაშა გვენეტაძეს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს  სასამართლომ 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასამართლო პროცესი  გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.  

ადვოკატის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება,  რის შედეგად ლაშას ძმა შოთა გვენეტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მათ მეგობარს შიო ჯანელიძეს  კი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 განსასჯელების მიმართ გამოძიება სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტითა მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაშა გვენეტაძე ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას  “ქართული ოცნება-მრეწველებს“  და  საკრებულოს მიწის მართვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 

 

 

 

 

ამ თემაზე: 

ლაშა გვენეტაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა

"ვხვდები, ეს ბიჭები რაღაცის გამო სამაგალითოდ ისჯებიან"

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე