ქუთაისის საკრებულოში ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს
ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს ქუთაისში საკრებულოშიც აცხადებს. პარტიის წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან.
მისი თქმით, განცხადება საყოველთაო ბოიკოტზე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა და მას რეგიონებშიც უერთდებიან.
"ნაციონალურ მოძრაობას" ქუთაისში ქუთაისის საკრებულოში ექვსი დეპუტატი ყავს, „სტრატეგია აღმაშენებელს“ კი, ერთი.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს", რასაც საზოგადოების ნაწილი თვეზე მეტია, აპროტესტებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა