|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სარაგბო კლუბთან მემორანდუმი ფრანგმა მილიარდერმა გააფორმა

საქართველოში ფრანგი მილიარდერი მოედ ალტრადი იმყოფება. 68 წლის მილიარდერმა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს რაგბის კავშირთან და სარაგბო კლუბ "აიასთან" გააფორმა.  

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის “აიას” განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.

 მოედ ალტრადი  2015 წლის ყოველწლიური კონკურსის ”მსოფლიოს წლის მეწარმე” გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის “მონპელიეს” პრეზიდენტია.

ავტორი: ნიუპრესი