|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სატვირთო ტერმინალი იქნება ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი - გიორგი ვაშაძე

 

ქუთაისში  „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მოძრაობის ლიდერები იმყოფებიან და ამომრჩეველს ხვდებიან. მათი განცხადებით ქუთაისში ლოჯისტიკური ჰაბი უნდა გახდეს, ასევე უნდა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც „ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეწყვიტა და დააპაუზა. 

 “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ქუთაისში, სატვირთო ტერმინალისა და აგრო-ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება. როგორც მან აღნიშნა,  ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდი ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

 “ჩემ უკან არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირიდან 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ.  ამ 14 მილიარდი ევროდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება. აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 14 მილიარდი ევროდან თანხას მოვახმართ ქუთაისის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გარდა სატვირთო ტერმინალის განვითარებას, რომელიც შექმნის ათასობით თუ არა ათი ათასობით სამუშაო ადგილს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, სატვირთო ტერმინალი, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას ერთმანეთთან, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რაც მთავარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რომელიც განავითარებს რეგიონს და ფაქტობრივად, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უმუშევრობის პრობლემა  იმერეთში და დასავლეთ საქართველოში.  

ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ჩვენ მოგვაქვს 14 მილიარდი, ისინი ბლოკავენ 14 მილიარდს, რომლითაც ჩვენ სიღარიბისა და იზოლაციისკენ მივყავართ. ასე რომ არჩევანი მარტივია 26 ოქტომბერს, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება“,- განაცხადა ვაშაძემ.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა