|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის 2019 წლის აკადემიური პროგრამები დაამტკიცეს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით სიახლე არაა,  თუმცა ამ დროისათვის გერმანელების მონაწილეობით კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს- ამის შესახებ "ნიუპრესს"  ფონდი "ქართუს" პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ ცაგარელმა განუცხადა.


ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის მმართველი საბჭოსა და მთავარ პარტნიორ საგანმანათლებლო ორგანიზაცია - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM international) წარმომადგენლებთან გაიმართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა 2019 წლის აკადემიური პროგრამები დაამტკიცეს და უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების გეგმა, ადმინისტრაციული მოწყობის სისტემა, აკადემიური პერსონალის შერჩევის წესი, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კლასტერ-ჰაბების განვითარების სისტემა და ინფრასტუქტურული მოწყობის საკითხები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, სადაც გაწეული სამუშაოს ანგარიში განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.

სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბს წარმოადგენს, რომელიც კავკასიის რეგიონში სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი გახდება.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მხოლოდ ქვაბულის სამშენებლო სამუშაოებია შესრულებული. 

"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო"

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის 500 მილიონი დოლარი გამოიყო

ქუთაისის საკრებულოში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტს განიხილავენ

ავტორი: ნიუპრესი