|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო შემოწმება უტარდება

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური, სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ატარებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13 000-მდე მოსწავლეს.

ერთ-ერთ ასეთ შემოწმებას მე-9 საჯარო სკოლაში ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სოციალური სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

მერიის პროგრამა ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეშვიდე კლასის მოსწავლეების სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებას ითვალისწინებს. კონკრეტულად ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე გავრცელებული დაავადებების თიაქარის, სქოლიოზის, რეფრაქციის და ენდოკრინოლოგიური პრობლემების დროულად გამოვლენა ხდება პრევენციის მიზნით.

გამოკვლევებს ტენდერში გამარჯვებული მე-4-ე სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმები ატარებენ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი