|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სპორტის სასახლესთან ქორქიასა და საკანდელიძის ბიუსტები განთავსდა

6 ოქტომბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე ქუთაისში რამდენიმე სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.

სპორტის სასახლესთან მიხეილ ქორქიას ბიუსტი გაიხსნა, რომელზეც მოქანდაკე მიხეილ გვასალიამ იმუშავა. ადგილმდებარეობა შეეცვალა და სპორტის სასახლესთან გადაიტანეს ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი, რომელიც  ამ დრომდე ოლიმპიურ სკვერში იყო განთავსებული.  ცნობილი ოლიმპიური ჩემპიონის ბიუსტის გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი გიორგი იობაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

,,დღეს ქუთაისში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღინიშნება. მოხარული ვართ რომ დღესვე სპორტის სასახლის წინ ორი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ქორქია-საკანდელიძის ბიუსტებიც განთავსდა, რადგან ქუთაისის სპორტის სასახლე სწორედ მათი სახელობისაა. ქალაქში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები იმართება და ეს დღე მასშტაბურად აღინიშნება,"-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა.

ქუთაისმა პირველად სუმოს მოყვარულთა რეგიონულ ჩემპიონატს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ახალგაზრდობის პარკში მოეწყო ოლიმპიური გარბენი.

 

ავტორი: ნიუპრესი