|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „ტორპედოს“ რამდენიმე დღეში აუქციონზე გაიტანენ

ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე  უახლოეს მომავალში გავა. როგორც ქუთაისის მერიაში განგვიცხადეს, ახალ წელთან დაკავშირებით  განმეორებით გადაიგზავნა მონაცემები და შესაძლოა, ცვლილებები იყოს, არ არის გამორიცხული საწყისი ფასიც შეიცვალოს.

ამ დროისთვის აუქციონის საწყისი ფასი 700 000 ლარია, რომელიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დადო.

  კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.  „ტორპედო“  11 ფეხბურთელს შეელია და მალევე 5 დაიმატა. კლუბის  დაკომპლექტება კვლავ გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, „ტორპედოს“ შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავდა, შესაძლოა, მან კლუბი აუქციონზე შეიძინოს.



ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა