|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტი კლუბის აუქციონზე შეძენას შეეცდება

ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ  დაადასტურა, რომ მას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენაზე უარი არ განუცხადებია და მზადაა, კლუბი შეიძინოს.

მე "ტორპედოს" სპონსორობაზე უარი არ მითქვამს. კლუბში როცა მოვედით, გუნდი თითქმის დაშლილი იყო და რაც შემეძლო, მაქსიმალურად გავაკეთე: გუნდი შევკარი, აღჭურვილობა შევუძინე. რამდენიმე ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ ხელფასი გავუზარდე და დავტოვე, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მოვიყვანე... 

ხომ ნახეთ შედეგი - "ტორპედო" დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა. კლუბს დღემდე მოვყვები და არაფერს ვაკლებ.

ითქვა, თითქოს სიმბოლურ თანხად მსურდა "ტორპედოს" შეძენა, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე მერიას ასეთი რამ შევთავაზე: წლიურად "ტორპედოში" მინიმუმ 500 000 ლარს დავხარჯავ, ამასთანავე, 250 ბავშვზე გათვლილ უფასო აკადემიას გავაკეთებ-მეთქი. 

"ტორპედოს" სტადიონი საკუთრებაში არ მინდა. ეს სტადიონი ქუთაისისაა და იყოს, შეინახოს სახელმწიფომ. მხოლოდ ის მსურს, რომ "ტორპედომ" იქ ითამაშოს. გვსურდა, ბაზა ყოფილიყო ჩვენი, მაგრამ ბაზას ცალკე აფასებენ...

აუქციონში მონაწილეობას მივიღებ და "ტორპედოს" შეძენას ამ გზით შევეცდები. მერიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომელიც კლუბს მხარში უდგას. ქალაქის მერი შოთა მურღულია ყველაფერს აკეთებს კლუბის სასიკეთოდ.

ჩვენი ფანებიც ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში, სულ ჩვენთან არიან და ამ ხნის განმავლობაში შეკრულები ვიყავით. ფანებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველას ერთად კლუბის გვერდში დგომა გვსურს.

ვიბრძოლებ "ტორპედოსთვის" და ვფიქრობ, აუქციონზე ყველაფერი ამ კლუბის სასიკეთოდ გადაწყდება", - გვითხრა ჩაჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ "ტორპედოს" სპონსორობაზე უარი განაცხადა. მერიაში განმარტავენ. რომ აღნიშნულში მათი ბრალეულობა არ არის. 

წყარო: sportall.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა